
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს დაინტერესებული პირების შერჩევას არბიტრთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესების შესაბამისად გათვალისწინებული მომკვლევი პირის პოზიციაზე (არასრულ განაკვეთზე).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- განცხადებების გადარჩევა
- გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ 1. რეზიუმე (CV); 2. სამოტივაციო წერილი (რატომ მიაჩნიათ რომ არიან კარგი კანდიდატები მომკვლევის ფუნქციის შესასრულებლად და რა ინტერესი აქვთ განახორციელონ ეს როლი) მისამართზე: gaa.arbitration@gmail.com. საბუთების გამოგზავნისას, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში გთხოვთ, მიუთითოთ: მომკვლევი პირი
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 30 აპრილი.