საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
დავის არბიტრაჟისთვის გადაცემის შეთანხმება
დავის არბიტრაჟისთვის გადაცემის შეთანხმება

პრაქტიკაში ისე ხდება, რომ უმეტეს შემთხვევაში მხარეები არბიტრაჟზე თანხმდებიან წინასწარ, ძირითად ხელშეკრულებაში არსებული საარბიტრაჟო დათქმის სახით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხარეებს არ შეუძლიათ უკვე არსებული დავის არბიტრაჟისთვის გადაცემა.

 

შესაძლოა დავა უკვე იყოს წარმოშობილი, მიმდინარეობდეს კიდეც, და ორივე მხარის ინტერესში იყოს მისი გადაწყვეტა დროში ეფექტიანად, საბოლოოდ და იმ არბიტრების მიერ, რომელთა კვალიფიკაციას და მიუკერძოებლობას ორივე მხარე ენდობა.

 

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ შეიმუშავა ფორმა, რომელიც გაუადვილებს მხარეებს, რომელთაც სურთ უკვე არსებული დავის არბიტრაჟისთვის გადაცემა, შეთანხმდნენ ასეთ გადაცემაზე.

 

აღნიშნული ფორმა წარმოადგენს პროექტს, რომელშიც მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ ნებისმიერი ცვლილება, რასაც ჩათვლიან საჭიროდ. ამასთან, მნიშვნელოვანი არჩევანი საარბირაჟო წარმოების წესების, ენის, მოქმედი მატერიალური სამართლის და სხვა ასპექტების შესახებ თავად მხარეებმა უნდა გააკეთონ. ამდენად, აღნიშნული შეთანხმების პროექტი მხოლოდ საწყისი წერტილია და გაკეთდა იმ მიზნით, რომ მხარეებს გაუადვილდეთ, დავის წარმოშობის შემდგომ, საარბიტრაჟო შეთანხმების შედგენა.

 

ნიმუშუ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.