საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
სამუშაო შეხვედრა ექსპერტ ჯეიმს მოლიტერნოსთან
სამუშაო შეხვედრა ექსპერტ ჯეიმს მოლიტერნოსთან

2020 წლის 28 და 30 ივლისს, USAID/EWMI-ს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისა და მომკვლევი პირებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა არბიტრთა ეთიკისა და დისციპლინური წარმოების საკითხებზე. სამუშაო შეხვედრებს ხელმძღვანელობდა USAID/PROLoG-ის მოწვეული ექსპერტი - პროფესორი ჯეიმს მოლიტერნო.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ექსპერტთან განხილული საკითხები მოიცავდა:

 

 

არბიტრთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულების ახალი (2019 წლის) რედაქციის თანახმად, მოხდა ეთიკის კომისიისა და მომკვლევი პირების ინსტიტუციური გამიჯვნა. ამდენად, მოკვლევის ეტაპზე არბიტრის მიმართ მოკვლევას ახორციელებს მომკვლევი, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად და არ არის ეთიკის კომისიის წევრი. თუკი მოკვლევის შედეგად არბიტრის მიმართ დისციპლინური დევნა აღიძვრება, მომკვლევი საქმეს განსახილველად გადასცემს ეთიკის კომისიას. ამგვარი სტრუქტურა მიზნად ისახავს დისციპლინური წარმოების პროცესის სამართლიანობის და მასში მონაწილე პირთა დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას, გამჭვირვალობას და პროცესისადმი ნდობას.

 

ორი ნახევარდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ეთიკის კომისიის წევრებმა და მომკვლევმა პირებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები ექსპერტისგან, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილებები და დისკუსიის ფორმატში განიხილეს რეალური და ჰიპოტეთური შემთხვევებიდან გამომდინარე საკითხები.

 

სამუშაო შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა საჭიროება შემუშავდეს გარკეული შიდა წესები/ინსტრქუციები ეთიკის კომისიის წევრებისა და მომკვლევების საქმიანობისთვის. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რაშიც არბიტრთა ასოციაციას დაეხმარება USAID/PROLoG-ის მიერ მოწვეული ქართველი ექსპერტი - თამარ ხუბულური.