საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
ვებინარი თემაზე: ვირტუალური/დისტანციური საარბიტრაჟო პროცესი
ვებინარი თემაზე: ვირტუალური/დისტანციური საარბიტრაჟო პროცესი

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA) განაგრძობს ვებინარების სერიას არბიტრაჟით დაინტერესებული პირებისთვის და გთავაზობთ მორიგ ვებინარს რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

 

სემინარს წარუძღვება საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ჰოგან ლოველსის“ (Hogan Lovells International LLP) უფროსი იურისტი ნატა ღიბრაძე.

 

ნატა აღნიშნული ფირმის მიუნხენის ოფისში მოღვაწეობს საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის სპეციალიზაციით. მას წამყვანი საარბიტრაჟო წესების შესაბამისად სხვადასხვა იურისდიქციებში საქმეების წარმართვის დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით კი - ენერგეტიკის (ნავთობი, გაზი, განახლებადი ენერგეტიკა), სამშენებლო, ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო სექტორებში.

 

„ჰოგან ლოველსში“ დასაქმებამდე ნატა მუშაობდა ქალაქ ფრანკფურტში სხვა წამყვან საერთაშორისო იურიდიულ კომპანიაში (Linklaters LLP). საქართველოში იგი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ცნობილ ქართულ იურიდიულ კომპანიაში.

 

ნატას მიღებული აქვს სამართლისა და ბიზნესის მაგისტრის ხარისხი ბუცერიუსის სამართლის სკოლასა და ოტო ბაისჰაიმის მენეჯმენტის სკოლაში და ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნატა გახლავთ სხვადასხვა ორგანიზაციების აქტიური წევრი, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) საარბიტრაჟო საბჭოს და Russian CIS Arbitration Network (RCAN)-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.“

 

საინფორმაციო ბროშურა

 

რეგისტრაცია