დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

განცხადება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი არასწორი პრაქტიკის შესახებ

For English scroll down

გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ბოლო თვეების განმავლობაში არბიტრაჟთან დაკავშირებით განვითარებულ არასწორ პრაქტიკას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს საარბიტრაჟო გარემოს და არ შეესაბამება ანალოგიურ საკითხზე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას.

კერძოდ, 2023 წელს მიღებულ ორ სხვადასხვა გადაწყვეტილებაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თუ საარბიტრაჟო დავის ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი რეგისტრირებულია საარბიტრაჟო დაწესებულების არბიტრთა სიაში, მხოლოდ ეს გარემოება ქმნის იმგვარ ინტერესთა კონფლიქტს, რომ საარბიტრაჟო დაწესებულებას ხდის არაკომპეტენტურს განიხილოს დავა და აუქმებს საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების შესაძლებლობას.

მითითებული გადაწყვეტილებები უაღრესად პრობლემურია სულ მცირე შემდეგი მიზეზების გამო:

  1. ორივე განჩინება აიგივებს დავის განმხილველ საარბიტრაჟო ტრიბუნალს და საარბიტრაჟო დაწესებულებას, რაც არსებითად არასწორია;
  2. განჩინებებით, არბიტრის საარბიტრაჟო დაწესებულების სიაში რეგისტრაცია, მიჩნეულია ამ არბიტრის საარბიტრაჟო დაწესებულებაში დასაქმებად, რაც ასევე არსებითად არასწორია;
  3. პირველი განჩინებით, სასამართლო უგულებელყოფს პრინციპს, რომლის თანახმად, საარბიტრაჟო ტრიბუნალის კომპეტენციაზე მსჯელობა, პირველ რიგში, თავად ტრიბუნალის კომპეტენციას წარმოადგენს. ხოლო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკითხი განიხილება ტრიბუნალის მიერ.

განვმარტავთ, რომ საარბიტრაჟო დავას განიხილავს კონკრეტული არბიტრ(ებ)ისგან შემდგარი ტრიბუნალი და არა საარბიტრაჟო ინსტიტუტი. საარბიტრაჟო ინსტიტუტის და არბიტრების გაიგივება დაუშვებელია და ამ საფუძვლით, საარბიტრაჟო ინსტიტუტის არაკომპეტენტურად ცნობა სამართლებრივად არასწორია. საარბიტრაჟო დაწესებულების სიაში რიცხულ არბიტრს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ისეთ დავაში, სადაც ის მოქმედებს როგორც მხოლოდ მხარის წარმომადგენელი და არა როგორც არბიტრი. მხარის წარმომადგენლის მარტოოდენ კონკრეტული საარბიტრაჟო ცენტრის არბიტრთა სიაში ყოფნა, ვერ გახდება საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ განვითარებული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკას (იხ. ,,გზამკვლევი არბიტრაჟში საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მოსამართლეებისათვის“ გვ. 97-98, 101), არამედ თავად საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მსგავს საკითხზე. კერძოდ, თავის 2021 წლის გადაწყვეტილებაში (საქმეზე #ა-3947-შ-93-2020) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხარის წარმომადგენლის მარტოოდენ სიაში ყოფნა არ ქმნის ინტერესთა კონფლიქტს. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ უზენაესის სასამართლოს პრაქტიკის უგულებელყოფა  გვაფიქრებინებს, რომ მწვავედ დგას საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროების საკითხი. საქართველოს არბიტრთა ასოციაციას მომზადებული აქვს შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების პროექტი, რომელიც, ერთი-ერთი ცვლილების სახით, ითვალისწინებს ტრიბუნალის კომპეტენციაზე სააპელაციო სასამართლოს უარის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებაზე გადაწყვეტილებების ზედა ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ცალსახად ადასტურებენ ამგვარი ცვლილების და შედეგად, უზენაესი სასამართლოს ზედამხედველობის აუცილებლობას.

აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება არბიტრაჟის მიმართულებით, განჭვრეტადობისა და დარგის განვითარების უზრუნველსაყოფად. საქართველოს არბიტრთა ასოციაცია მზად არის ჩაერთოს ამ პროცესში და აქტიურად ითანამშრომლოს სასამართლო სისტემასთან პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.

—-

We would like to address the erroneous practice developed by the Tbilisi Court of Appeals in recent months regarding arbitration. We believe that such practice threatens the arbitration environment in Georgia and does not correspond to the practice of developed countries around the world on similar issues.

Of particular concern are two decisions issued in 2023 by the Tbilisi Court of Appeals, whereby the Court has taken the position that the mere registration of a representative of one of the parties in the list of arbitrators of an arbitration institution automatically creates a conflict of interest. As a result, the Court has deemed the arbitration institution incompetent to consider the dispute and has denied the enforcement of the arbitration agreement on that ground.

This approach is highly problematic for at least the following reasons:

  1. Both decisions equate the arbitral tribunal with the arbitral institution;
  2. According to the decisions, the inclusion of an arbitrator in the list of arbitrators of an arbitration institution is considered to be the employment of that arbitrator at the arbitration institution, which is fundamentally wrong;
  3. In one of the two decisions, the Court ignored the basic principle of competence-competence in arbitration. This principle dictates that any challenge to the competence of an arbitral tribunal must first be considered by the tribunal itself. The decision of the tribunal on its competence can then be appealed at the Court of Appeals, at which juncture the Court is authorized to hear the matter.

It is important to remember that a dispute is heard by an arbitral tribunal consisting of a particular arbitrator(s) and not by an arbitral institution. Equating the institution with the tribunal (arbitrators) and concluding that an arbitration institution is incompetent based on this assumption is legally incorrect. An arbitrator listed with an arbitral institution has no leverage to influence the decision in a dispute where he/she is acting solely as a party representative, not as an arbitrator. The mere inclusion of a party’s representative on the list of arbitrators with a specific arbitration center should not give rise to doubt regarding the impartiality and independence of the arbitral tribunal.

Unsurprisingly, the reasoning of the Tbilisi Court of Appeals contradicts not only the judicial practice of developed countries (see for example “Guide to Arbitration for City (District) Court Judges” pp. 97-98, 101) but also the decision of the Supreme Court of Georgia itself on a similar issue. In particular, in its 2021 decision (case #A-3947-SH-93-2020), the Supreme Court of Georgia noted that the mere presence of a party representative on the list of arbitrators does not create a conflict of interest. The disregard of the Supreme Court’s practice by the lower courts suggests an urgent need for legislative amendments. The Georgian Association of Arbitrators has prepared draft amendments to the relevant legislation, which, among other issues, introduces the provisions that enable appeals to higher instances in cases where the Appellate Court rejects the jurisdiction (competence) of a tribunal, refuses recognition and enforcement of an award, or makes a decision to set aside an award. The decisions mentioned above unequivocally confirm the need for such a change, and consequently, an oversight by the Supreme Court of Georgia.

It is also very important to establish a uniform court practice in arbitration, to ensure predictability and development of this field. The Georgian Association of Arbitrators is ready to engage in this process and actively cooperate with the judicial system in order to improve the practice.







მსგავსი სიახლეები

პირველი ქართული არბიტრაჟის ბლოგი

საქართველოს აბიტრთა ასოციაიის ინიციატივით შეიქმნა პირველი ქართული...

მეტის ნახვა
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის კვლევა

საქართველოში არბიტრაჟის განვითარების კუთხით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების...

მეტის ნახვა
შეხვედრა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების თემატიკაზე

9 ივნისს ბია-ს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის „განვითარებადი...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo