დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

პრაღის წესების ოფიციალური გამოშვება

14 დეკემბერს, პრაღაში, “საერთაშორისო არბიტრაჟში პროცესის ეფექტური ორგანიზების წესების (პრაღის წესები)“ კონფერენცია და საზეიმო ხელმოწერა გაიმართა, რითიც დასრულდა პრაღის წესებზე 10 წლიანი მუშაობის პროცესი.

პრაღის წესებისთვის მიძღვნილ კონფერენციას მსოფლიოს წამყვანი კომპანიების150-მდე პრაქტიკოსი არბიტრი, ექსპერტი და იურისტები ესწრებოდნენ.

პრაღის წესები არეგულირებს მტკიცებულების მიღების წესებს საერთაშორისო არბიტრაჟში. მხარეებს საშუალება აქვთ აირჩიონ წესები როგორც სავალდებულო ან დამხმარე ინსტრუმენტად. IBA-ს წესებისგან განხსვავებით პრაღის წესები უფრო ინკვიზიციური ხასიათისაა და აქცენტს აკეთებს ტრიბუნალის აქტიურ როლზე საარბიტრაჟო პროცესში.

საქართველოდან პრაღის წესების მხარდამჭერი ორგანიზაციები გახდნენ საქართველოს არბიტრთა ასოციაცია და ,,დავების განმხილველი ცენტრი“.

პრაღის წესებს მხარს უჭერს მსოფლიოს მრავალი საარბიტრაჟო დაწესებულება და პროფესიული ორგანიზაცია, ასევე მრავალი სპეციალისტი.

დეტალური ინფორმაცია პრაღის წესებზე  შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე http://praguerules.com/prague_rules/

დამატებითი ინფორმაცია სპიკერებზე და კონფერენციის დღის წესრიგზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://gar.live/prague2018 







მსგავსი სიახლეები

“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონს 10 წელი შეუსრულდა

"არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონს წელს 10 წელი...

მეტის ნახვა
არბიტრაჟის საკითხების განხილვა პარლამენტში

2018 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ...

მეტის ნახვა
სინგაპურის მედიაციის კონვენციის ხელმოწერის ცერემონია

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფიო ტყემალაძე, იუსტიციის...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo