დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

შეხვედრები ეთიკის ექსპერტთან

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ USAID/EWMI-ს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით, ადგილობრივი ექსპერტის – თამარ ხუბულურის დახმარებით შეიმუშავა არბიტრთა დისციპლინური წარმოების სახელმძღვანელო მომკვლევი პირებისთვის. სახელმძღვანელოს მიზანია ნათელი გახადოს მომკვლევი პირების როლი დისციპლინური წარმოების პროცესში და გაუადვილოს მათ სხვადასხვა პროცესუალური ღონისძიებების ეფექტიანად განხორცილება.

სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში 2020 წლის ივლისი – დეკემბრის პერიოდში მომკვლევ პირებთან გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა.

სამუშაო შეხვედრების განმავლობაში ეთიკის ექსპერტმა მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება რეალური საქმეებიდან, განიხილეს კაზუსები; მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ისეთი საკითხების განხილვას, როგორიც არის მომკვლევთა როლი წარმოებამდე და წარმოების სხვადასხვა ეტაპზე, კომუნიკაციის სტანდარტები მხარეებთან და ეთიკის კომისიის წევრებთან, დაოქმების და დოკუმენტების წარმოების წესი, მტკიცების სტანდარტი მოკვლევისა და დისციპლინური განხილვის ეტაპზე,  და სხვა.

სახელმძღვანელოს შემუშავების შემდგომ კი ცალკე შეხვედრა დაეთმო   დისციპლინური დევნის აღძვრის, აღძვრაზე უარის თქმის და შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების წერის ტექნიკას.

2021 წლიდან საქართველოს არბიტრთა ასოციაცია განაახლებს შეხვედრებს მოქმედ არბიტრებსა და იურისტებთან ეთიკის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.







მსგავსი სიახლეები

შეხვედრები ეთიკის ექსპერტთან

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ USAID/EWMI-ს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა...

მეტის ნახვა
გზამკვლევი არბიტრაჟში (მეორე წიგნი)

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)...

მეტის ნახვა
არბიტრთა ასოციაციის აკადემიის 1-ლი მოდული – ხელმეორე მიღება იწყება!

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია იწყებს ხელმეორე მიღებას არბიტრთა...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo