წევრობა და აკრედიტაცია

რას მოგცემთ ასოციაციის წევრობა?

  • შეუერთდებით საქართველოში არბიტრაჟის წამყვანი პრაქტიკოსების ქსელს და გექნებათ მათთან პროფესიული გადაკვეთის შესაძლებლობები;
  • მიიღებთ შეტყობინებებს ასოციაციის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ არბიტრაჟის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ისევე როგორც არბიტრაჟში მიმდინარე სიახლეებზე საქართველოში და საზღვარგარეთ;
  • შეძლებთ ისარგებლოთ შეღავათით აკრედიტაციის მოდულებსა და ასოციაციის თუ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგნიზებულ კურსებსა და ღონისძიებებზე;
  • გექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ასოციაციის მიერ დადგემილ ინიციატივებში, წამოაყენოთ იდეები და წვლილი შეიტანოთ საქართველოში არბიტრაჟის განვითარებაში;
  • აისახებით არბიტრთა ასოციაციის წევრთა სიაში.

2019 წლის 01 ივნისის საერთო კრებაზე საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ დაამტკიცა აკრედიტაციის სისტემა, რომლის საფუძველზეც ასოციაციის წევრობას დაემატა წევრობის შემდეგი კატეგორია: აკრედიტებული წევრობა.

რას მოგცემთ ასოციაციის აკრედიტებული წევრობა? გარდა ზემოაღნიშნული უპირატესობებისა, აკრედიტებული წევრები:

  • აისახებიან არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებულ წევრთა სიაში;
  • ექნებათ უფლება გამოიყენონ „აკრედიტებული წევრის“ სტატუსი, ლოგო და ხელმოწერა პროფესიული მიზნებისთვის (სავიზიტე ბარათი, ელექტრონული ხელმოწერა, ა.შ.);
  • ისარგებლებენ უპირატესი დანიშვნის უფლებით არბიტრთა ასოციაციის Ad Hoc საარბიტრაჟო წესების მე-12 მუხლის შესაბამისად;
  • ისარგებლებენ ხმის უფლებით ასოციაციის საერთო კრებაზე.

წევრობის და აკრედიტებული წევრობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადი და წარმოადგინონ წევრობის შესაბამისი კატეგორიისთვის განსაზღვრული დოკუმენტაცია. საჭიროების შემთხვევაში წევრობის კანდიდატს შესაძლოა მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან გასაუბრება.

ასოციაციის მიერ წევრად/აკრედიტებულ წევრად მიღების შესახებ შეტყობინების მიღების შემდგომ კანდიდატი იხდის წევრობის წლიურ გადასახადს (შესაბამისი პროპორციით).

 

ასოციაციის წევრები

მოძებნეთ ასსოციაციის წევრები სახელის და გვარის, სტატუსის ან სამუშაო ენების მიხედვით