ასოციაციის შესახებ

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, როგორც არბიტრთა პროფესიული თვითრეგულირების გაერთიანება, დაფუძნდა 2013 წლის 22 აპრილს.

ასოციაციის  მიზნები:

  • არბიტრაჟის, როგორც დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შესახებ ცნობადობის და მისდამი ნდობის ამაღლება საზოგადოებაში
  • საქართველოში მოქმედ არბიტრთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიონალიზმის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფა
  • პროფესიული ეთიკის ნორმების დამვკიდრება
  • საქართველოში არბიტრაჟის გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, საკანონმდებლო თუ სხვა სახის ინიციატივების მეშვეობით;

ამ მიზნების მისაღწევად ასოციაცია ქმნის სამუშაო ჯგუფებს, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იწვევს ექსპერტებს და აწყობს შეხვედრებს და დისკუსიებს დაინტერესებულ მხარეებთან. ასოციაციის მართვას ახორციელებს მმართველი საბჭო.