არბიტრთა აკრედიტაციის I მოდული – საბაზისო კურსი საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს არბიტრაჟისა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების დარგში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. ამ მიზნით, არბიტრთა ასოციაცია, მის წევრებს და არა-წევრ პრაქტიკოსებს სთავაზობს ტრენინგ მოდულს: საბაზისო კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჟში.
გარდა მიღებული ცოდნისა, მოდულის გავლა წარმოადგენს გზას აკრედიტებული არბიტრის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2019 წლის 1 ივნისს არბიტრთა ასოციაციამ დაამტკიცა არბიტრთა აკრედიტაციის სისტემა. შესაბამისად, ასოციაციაში მკვიდრდება აკრედიტებული არბიტრის სტატუსი, რასაც ასოციაცია გასცემს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. აკრედიტაციის მოპოვების ერთ-ერთი გზა არის არბიტრთა ასოციაციის მიერ შეთავაზებული ორ-მოდულიანი სასწავლო კურსის წარმატებით გავლა. I მოდული მოიცავს საბაზისო ცოდნას (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჟში; II მოდული ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ ასპექტებზე და მიღებული ცოდნის არბიტრაჟის პროცესში გამოყენებაზე (პრაქტიკა, პროცესი & საარბიტრაჟო გადაწყვეტილების წერა).
ასოციაციის I მოდული ცხადდება ყოველი წლის შემოდგომაზე. მიმდინარე წლის საბაზისო კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ I მოდულის ბროშურა.