საბჭოს წვრები

ბექა ინჯია
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე
×

ბექა ინჯია
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე
ბექა ინჯია 2014 წლიდან ,,საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის'' გენერალური მდივანია, ხოლო 2015 წლიდან სს ,,საპარტნიორო ფონდის'' იურიდიული დეპარტამენტის შტატგარეშე იურისტია. 2012 წლიდან იკავებს იურიდიულ საკითხებში მრჩევლის პოზიციას ,,საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატაში''. 2011-2014 წლებში იგი მუშაობდა ჰოლდინგში ,,მეიდან ჯგუფი'' მთავარ იურისტად. 2007-2011 წლებში ბექა ინჯიას ეკავა უფროსი სპეციალისტის პოზიცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში; ხოლო მანამდე- მრჩევლის პოსტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში წარმომადგენლობის სამმართველოში.
2002-2006 წლებში ბექა ინჯია სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდგომაც მიენიჭა სამართალმოდნეობის ბაკალავრის ხარისხი. 2006-2008 წლებში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ მიენიჭა კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2009-2010 წლებში სწავლობდა პროგრამაზე Geneva Master in International Dispute Settlement, Graduate Institute of international and Development Studies, რომლის დასრულების შემდგომაც მიენიჭა მაგისტრის (LLM) ხარისხი.
ბექა ინჯია არაერთი სემინარისა და კონფერენციის მონაწილეა. სხვადასხვა წლებში ის იყო წევრი ახალგაზრდული კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოში, კერძო სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოში, არბიტრაჟის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში.
მშობლიური ქართულის გარდა ბექა ინჯია ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს

გიგა ბათლიძე
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე
×

გიგა ბათლიძე
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე

თეონა ჟიჟიაშვილი
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე
×

თეონა ჟიჟიაშვილი
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე

მაკა ნაჭყებია
''დავების განმხილველი ცენტრის'' არბიტრი.
×

მაკა ნაჭყებია
''დავების განმხილველი ცენტრის'' არბიტრი.

ოლია სეფიაშვილი
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე
×

ოლია სეფიაშვილი
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე
ოლია სეფიაშვილი არის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „დავების
განმხილველი ცენტრის“ არბიტრი. იგი 2011 წლიდან არის საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2013 წლიდან არის საქართველოს არბიტრთა
ასოციაციის დამფუძვნებელი წევრი და 2019 წლიდან არბიტრთა ასოციაციის
მმართველი საბჭოს წევრი.
ოლია სეფიაშვილმა 1984 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1986-
1991 წლებში მუშაობდა დედოფლისწყაროს რაიონის სახელმწიფო
ნოტარიუსად. 1991-2001 წლებში მუშაობდა დედოფლისწყაროს რაიონის,
ხოლო 2002-2011 წლებში ყვარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
ოლია სეფიაშვილი მონაწილეობდა ტრენინგებში და მიღებული აქვს
სერთიფიკატები სამოსამართლო ეთიკის, საარჩევნო სამართლის, წინასწარი
პატიმრობის, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის, ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სტანდარტებისა და გასაჩივრების მექანიზმების, სისხლის
სამართლის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების,
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების
საკითხებზე. აგრეთვე გავლილი აქვს სპეციალური მომზადების კურსი
პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
საკითხებზე. 2014 წელს მონაწილეობდა „საქართველოს არბიტრთა ეთიკის
კოდექსზე“ მომუშავე ჯგუფში.

სერგი ჯორბენაძე
კერძო სამართლის სპეციალისტი
×

სერგი ჯორბენაძე
კერძო სამართლის სპეციალისტი
დოქტ. სერგი ჯორებანაძე კერძო სამართლის სპეციალისტია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს: სახელშეკრულებო, სანივთო, ვალდებულებით სამართალს. მას უდიდესი გამოცდილება აქვს ხელშეკრულებების შედგენასა და წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებებში. გარდა კერძო სამართლისა, დოქტ. სერგი ჯორბენაძე, სამართლებრივ ბაზრისთვის უიშვიათესი სფეროს - მედიასამართლის ექსპერტია. დოქტ. სერგი ჯორბენაძე გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით, ასევე, რამდენიმე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. იგი ლექციებს კითხულობს როგორც ბაკალავრიატზე, ასევე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. დოქტ. სერგი ჯორბენაძე არაერთი პუბლიკაციის, მონოგრაფიის ავტორი და სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორია.
დოქტ. სერგი ჯორბენაძე სამართლებრივ მომსახურებას გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ახორციელებს.

სოფიო ტყემალაძე
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე
×

სოფიო ტყემალაძე
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე
სოფო ტყემალაძე არის Resolve-ის დამფუძნებელი, და ამავდროულად საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე. სოფოს გამოცდილება მოიცავს არბიტრობას GIAC-ისა და DRC-ის წესებით, ისევე როგორც დავების საბჭოს წევრად ყოფნას მნიშვნელოვან საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ დავაზე. ამ დავებში სოფო მოქმედებდა როგორც ერთპიროვნული არბიტრი, ისევე როგორც ტრიბუნალის თავმჯდომარე. სოფო ეწევა აქტიურ პრაქტიკას როგორც მედიატორი, ძირითადად კომერციული და შრომითი დავების მიმართულებით. ის ასევე არის აზიის განვითარების ბანკის სპეციალური ფასილიტატორის ოფისის (OSPF) ფასილიტატორი.
სოფო არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას როგორც სტუდენტებისთვის, ისე პრაქტიკოსი იურისტებისა და მოსამართლეებისთვის.
სოფო ფლობს მაგისტრის ხარიხს საჯარო ადმინისტრირებაში ჰარვარდის კენედის სახელობის სახელმწიფო სკოლიდან, მაგისტრის ხარიხს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და იურისტის დიპლომს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი არის არბიტრთა სამეფო ინსტიტუტის პრივილეგირებული წევრი (FCIArb).

ჯაბა გველებიანი
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე
×

ჯაბა გველებიანი
მმართველი საბჭოს თავმჯდომარე