განცხადების ფორმა

განცხადების ფორმა

თუ მიგაჩნიათ, რომ არბიტრის ქმედებით დაირღვა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ეთიკის ნორმები და არბიტრი არ ასრულებდა მისთვის ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს, შეგიძლიათ ასოციაციის ეთიკის კომისიას მომართოთ განცხადებით აღნიშნულ დარღვევებზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

განცხადებით შეგიძლიათ მოგვმართოთ მხოლოდ არბიტრთა ასოციაციის წევრი არბიტრის ან ისეთი არბიტრის წინააღმდეგ, რომელიც შეთანხმების საფუძველზე ექვემდებარება ეთიკის კოდექსით დადგენილ ქცევის წესებს. იხილეთ იმ საარბიტრაჟო დაწესებულებების სია, რომელთაც ეთიკის კოდექსის გავრცელების შესახებ შესაბამისი მემორანდუმი აქვთ გაფორმებული არბიტრთა ასოციაციასთან.

თუ პრეტენზია რამდენიმე არბიტრის მიმართ გაქვთ, თითოეულ მათგანზე შეავსეთ ცალკე განცხადება.

განცხადებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს შეგიძლიათ დაურთოთ მისი დამადასტურებელი მტკიცებულება.

განცხადების შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ განთავსებულ ფორმაში, ან გადმოწეროთ განცხადების ფორმა და შესაბამის დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოთ ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე gaa.investigation@gmail.com

pdf-file
განცხადების ფორმის გადმოწერა