დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

გასვლითი სამუშაო შეხვედრა წინანდალში

2021 წლის 10-12 მარტს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის სამ-დღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა წინანდალში. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები და არბიტრთა ასოციაციის წევრი, საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით მოქმედი პრაქტიკოსი ნატა ღიბრაძე. სამუშაო შეხვედრას ორი ფოკუსი ჰქონდა: ასოციაციის ad hoc საარბიტრაჟო წესების პროექტზე მუშაობა და არბიტრთა აკრედიტაციის დაჩქარებული მექანიზმის დეტალების შემუშავება.

Ad hoc საარბიტრაჟო წესებზე მუშაობა ასოციაციამ 2020 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო, როდესაც სამუშაო ჯგუფის წევრებმა: ჯაბა გველებიანმა, ლელა ბასილაიამ, სოფო ტყემალაძემ და ნატა ღიბრაძემ შეიმუშავეს წესების პირველი პროექტი. პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) ad hoc საარბიტრაჟო წესები, CPR-ის წესები არა-ადმინისტრირებული არბიტრაჟისთვის, საქართველოს კანონმდებლობა და ქართულ პრაქტიკაში არსებული მიდგომები. ამდენად, წესები ეფუძნება როგორც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ახალ ტენდენციებსა და მიდგომებს, ისე საქართველოში არსებულ საჭიროებებს და რეალობას. წესები ასევე ითვალისწინებს ასოციაციის, როგორც დამნიშნავი ორგანოს, ფუნქციებსა და შესაბამის დანიშვნის წესს.

გასვლითი სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული წესების პირველადი ვერსიის დეტალურად გავლა მმართველ საბჭოსთან და რიგ საკითხებზე პრინციპული (პოლიტიკის განმსაზღვრელი) გადაწყვეტილებების მიღება. აპრილის თვეში ასოციაცია ad hoc წესების პროექტს გაუზიარებს წევრებს კომენტარებისთვის, შემდგომ კი – დაიწყებს წესებზე კონსულტაციებს დაინტერესებული პირების ფართო წრეში. წესების მიღება იგეგმება ასოციაციის საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2021 წლის ივნისის თვეში.

სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო არბიტრთა აკრედიტაციის დაჩქარებული წესების პირობების განსაზღვრასა. მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს დაანონსდება დაჩქარებული წესით აკრედიტაციის მინიჭების შესაძლებლობა, რაც საშუალებას მისცემს არბიტრაჟში გამოცდილ პრაქტიკოსებს აკრედიტაციის მოდულების გავლის სანაცვლოდ, გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილებისა და გამოცდის ჩაბარების საშუალებით, დაჩქარებული წესით გახდნენ ასოციაციის აკრედიტებული არბიტრები.







მსგავსი სიახლეები

დავის არბიტრაჟისთვის გადაცემის შეთანხმება

პრაქტიკაში ისე ხდება, რომ უმეტეს შემთხვევაში მხარეები...

მეტის ნახვა
დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა

2018 წლის 1 მარტს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo