დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

საარბიტრაჟო საქმეების განხილვის პრაქტიკის ანალიზი სააპელაციო სასამართლოებში – კვლევის პრეზენტაცია

🔷️ არბიტრთა ასოციაციამ (GAA), USAID-ის  სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 2024 წლის 23 თებერვალს, სასტუმროში, “რადისონ ბლუ ივერია” ,გამართა პრეზენტაცია, სადაც წარმოადგინა ანგარიში სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საქმეების განხილვის პრაქტიკის შესახებ.

🔷️სააპელაციო სასამართლოების როლი საქართველოში, არბიტრაჟისადმი მეგობრული გარემოს შექმნის კუთხით, განუზომელია, ვინაიდან სწორედ მათი კომპეტენციაა საქართველოში ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება. ეს საშუალებას აძლევს საარბიტრაჟო პროცესს იყოს მხარეებს შორის დავის გადაწყვეტის მნიშვნელოვანი გზა.

🔷️კვლევის მთელი პროცესის განმავლობაში GAA აანალიზებდა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ 2018 წლიდან 2022 წლამდე გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. ანალიზის დროს ყურადღება გამახვილდა ამ სასამართლოების მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებისა და ბათილობის თაობაზე განცხადებების განხილვის ხანგრძლივობაზე.

🔷️ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ USAID-ის  სამართლის  უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძე, და GAA-ის თავმჯდომარე, რუსუდან ჭკუასელი.

🔷️კვლევის ავტორმა ჯაბა გველებიანმა წარადგინა ანგარიშის დეტალები. მან ხაზი გაუსვა სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საკითხების განხილვისთვის გაჭიანურების შემაშფოთებელ ტენდენციას. მეტიც, ჯაბა გველებიანმა აღნიშნა, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნების სტანდარტი, რაც ართულებს არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლოების პრაქტიკის სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას.

🔷️GAA-სა და USAID-ის სამართლის  უზენაესობის პროგრამას შორის თანამშრომლობა გახლავთ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში საარბიტრაჟო გარემოს პოპულარიზაციისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს უფრო მეტ განჭვრეტადობას და ეფექტურობას ბიზნესისა და დაინტერესებული მხარეებისთვის.







მსგავსი სიახლეები

მმართველი საბჭოს გასვლითი შეხვედრა ბორჯომში

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველმა საბჭომ გამართა გასვლითი...

მეტის ნახვა
ასოციაციის საერთო კრება-ანონსი

2017 წლის 16 დეკემბერს 11:00 საათზე სასტუმროში...

მეტის ნახვა
განცხადება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი არასწორი პრაქტიკის შესახებ

For English scroll down

გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo