დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

სასწავლო ვიზიტი ჟენევასა და პარიზში

მიმდინარე წლის 8-13 დეკემბერს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის “მედიაცია და არბიტრაჟი – დავების ეფექტიანი გადაწყვეტა” ფარგლებში განხორციელდა არბიტთა სასწავლო ვიზიტი წამყვან ევროპულ საარბიტრაჟო დაწესებულებებსა და საერთაშორისო იურიდიულ ფირმებში.

სასწავლო ვიზიტისთვის მონაწილეები შეირჩნენ საქარველოს არბიტრთა ასოციაციის (საერთაშორისო) კომერციული არბიტრაჟის საბაზისო კურსის ქალბატონი მონაწილეებიდან. ვიზიტის მიზანი იყო ქართველი ქალი არბიტრების შესაძლებლობების გაძლიერება საარბიტრაჟო საქმეების განხილვაში.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ შვეიცარიის პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტს Swiss Chambers Arbitration Institute (SCAI) და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს International Chamber of Commerce International Court of Arbitration (ICC ICA). ეს წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებია, ხოლო ჟენევა და პარიზი წარმოადგენს წამყვან „არბიტრაჟის ადგილს“ მსოფლიოში. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ უკეთ გაცნობოდნენ ამ ინსტიტუტების სამუშაო პროცესს, მიმდინარე სიახლეებს კანონმდებლობაში და პრაქტიკაში და დამკვიდრებულ ახალ მიდგომებს.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს ასევე უმასპინძლეს არბიტრაჟის სფეროში წამყვანი იურიდიული ფირმების White & Case LLP, Shearman & Sterling LLP, Levy-Kaufmann Kohler, Lalive და Fortior Law SA პარტნიორებმა. მათ ქართველ ქალ არბიტრებს გაუზიარეს გამოცდილება საინვესტიციო დავებთან, პროცედურული დოკუმენტების შედგენასთან, საარბიტრაჟო დათქმებთან და ცნობა-აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით.

სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს: სოფიო ტყემალაძე (საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე), რუსუდან ჭკუასელი (არბიტრთა ასოციაციის პირველ მოდულის წამყვანი ტრენერი, იურიდიული ფირმა BLC-ის უფროსი იურისტი), ნინო სოსელია (საადვოკატო ბიურო „კორძახია, ჟღენტი“ სპს პარტნიორი) თამთა ივანიშვილი (იურიდიული ფირმა BLC-ის იურიდიული დირექტორი), მაკა თოდუა (იურიდიული ფირმა ,,ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ უფროსი იურისტი), ანა რეხვიაშვილი (იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი იურისტი). ვიზიტში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს არბიტრთა ასოციაციის პროექტ-ასისტენტმა ლელა ბასილაიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა ლიანა ქარცივაძემ.







მსგავსი სიახლეები

ასოციაციის ახალი წესდება

2018 წლის 25 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს...

მეტის ნახვა
მოსამზადებელი კურსი I ეროვნული შეჯიბრისთვის

წარმატრებით დასრულდა მოსამზადებელი კურსი I ეროვნული შეჯიბრისთვის...

მეტის ნახვა
არბიტრაჟის საკითხების განხილვა პარლამენტში

2018 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo