დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია ეხმიანება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტს

🔷️საქართველოს არბიტრთა ასოციაცია ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტი არ ემსახურება საქართველოში დემოკრატიის, გამჭვირვალობის და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.

🔷️ჩვენი ორგანიზაციის და ქვეყანაში ზოგადად არბიტრაჟის განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორედ დონორ ორგანიზაციებს აქვთ შეტანილი. სწორედ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და მიზნობრივი გრანტების გამოყოფით, რომლებიც სრულად გამჭვირვალეა, ასოციაციამ შეძლო წლების განმარვლობაში, არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელება, რითიც გაუმჯობესდა საქართველოში საარბიტრაჟო გარემო და საქართველო უფრო დაუახლოვდა იმ განვითარებული ქვეყნების რიცხვს, სადაც არბიტრაჟი კომერციული დავების გადაწყვეტის ძლიერი და ეფექტური მექანიზმია.

🔷️ჩვენი ძალისხმევა ემსახურებოდა და კვლავ ემსახურება მხოლოდ საქართველოს ინტერესებს და საქართველოში არბიტრაჟის განვითარებას. შესაბამისად, დაუშვებლად მიგვაჩნია, ჩვენს თავს ვუწოდოთ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მიზნების განხორციელება დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით გახდა შესაძლებელი.

🔷️კანონპროექტი არ ემსახურება რაიმე სხვა მიზანს გარდა იმისა, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭებით დისკრედიტაცია გაუწიოს სამოქალაქო საზოგადოებას, დააკნინოს მათი ძალისხმევა საქართველოში მრავალი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის განვითარებაში.

🔷️მიგვაჩნია, რომ მითითებული კანონპროექტის მიღება, არსებით ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და უარყოფითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.

For English scroll down

—————————————————————–

Georgian Association of Arbitrators (GAA) expresses its concerns regarding the draft law “On Transparency of Foreign Influence” and believes that the proposed draft law does not serve to strengthen democracy, transparency and civil society in Georgia. Grants from donor organizations played a vital role in the development of the Association and arbitration in Georgia more generally. With the support of international donors and targeted grants to GAA, which are fully transparent, we have been able to implement a number of successful projects in the course of many years. These projects have improved the arbitration environment in Georgia and brought Georgia closer to the number of developed countries where arbitration is a powerful and effective mechanism for resolving commercial disputes. Our efforts have served and continue to serve only the interests of Georgia and the development of arbitration in Georgia. We therefore consider it unacceptable to call ourselves an “organization carrying the interests of a foreign power” only because the implementation of these goals became possible with the financial assistance of donor organizations. The draft law serves no purpose but to discredit civil society by labeling the relevant entities as organizations carrying the interests of a foreign power and diminish their efforts in the development of many important institutions in Georgia. We believe that the adoption of the mentioned draft law will significantly damage the process of Georgia’s integration into the European Union and negatively affect the investment climate in Georgia.







მსგავსი სიახლეები

არბიტრთა აკრედიტაციის I მოდული – მიღება იწყება!

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია უკვე მესამედ იწყებს მიღებას...

მეტის ნახვა
განცხადება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი არასწორი პრაქტიკის შესახებ

For English scroll down

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს დაინტერესებული პირების შერჩევას...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo