დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ დისციპლინური კომისიის წევრები აირჩია

2018 წლის 4 მაისს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა. კრებაზე გახსნითი სიტყვით წარდგა UNDP-ის წარმომადგენელი რუსუდან ტუშური და დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის მხარდაჭერის პროექტი გააცნო. 

საერთო კრების პირველი ნაწილი არბიტრთა ეთიკის სტანდარტების განხილვასდაეთმო. წევრებმა დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს ეთიკურ გამოწვევებზე და პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე. ამის შემდგომ, ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ტყემალაძემ კრებას გამგეობის მიერ ინიცირებული წესდებაში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. ასოციაციის წევრებმა იმსჯელეს და კვალიფიციური უმრავლესობით დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რომელთა შედეგად ყოველწლიური საწევრო გადასახადი გახდა 100 ლარი (ნაცვლად 50 ლარისა) ხოლო კრების ქვორუმი გახდა 25% (ნაცვლად 50%-ისა.). ცვლილებების მიზანია ხელი შეუწყოს არბიტრთა ასოციაციის საქმიანობის მდგრადობას და მოქნილობას. 

კრების ბოლო ნაწილში წარდგენილ იქნენ ასოციაციის დისციპლინური კომისიის წევრობის კანდიდატები. ნომინირებული 8 კანდიდატიდან კრებამ ფარული კენჭისყრით დისციპლინური კომისიის შემდეგი 6 წევრი აირჩია: ლევან ნანობაშვილი, ლინა ჯიქია, ნინო ბაქაქური, გიორგი ჯუღელი, ზვიად კორძაძე და მაკა ნაჭყებია. დისციპლინური კომისიის წევრების არჩევა მნიშნველოვანი და საბოლოო ნაბიჯია არბიტრთა ეთიკის კოდექსისა და არბიტრთა ასოციაციის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წარმოების წესების პრაქტიკაში ასამოქმედებლად.







მსგავსი სიახლეები

ვილემ ვისის თბილისის ფრი-მუთის დაჯილდოება

2020 წლის 21-23 თებერვალს, გაიმართა ვილემ ს....

მეტის ნახვა
შეხვედრა პროფესორ Catherine Rogers-თან და ექსპერტ Patricia Shaugnessy-თან

6 ოქტომბერს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების...

მეტის ნახვა
არბიტრაჟის დღეები თბილისში-2017

2017 წლის 2-3 ოქტომბერს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ...

მეტის ნახვა
შერჩევა ასოციაციის მომკვლევი პირის პოზიციაზე

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს დაინტერესებული პირების შერჩევას...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

logo_undp

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo