დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება

2021 წლის 31 მაისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მორიგი საერთო კრება გაიმართა.

საერთო კრების პირველი ნაწილი 2020 წლის საქმიანობის და ფინანსური ანგარიშების წარდგენას და დამტკიცებას დაეთმო, რომელიც ასოციაციის წევრებს მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ტყემალაძემ წარუდგინა. გარდა ბოლო წლის შეჯამებისა, მმართველი საბჭოს წევრებმა ასოციაციის წევრებს ასევე გააცნეს უკანასკნელი ოთხი წლის (2017-2021) წლის ანგარიში და შეაჯამეს ამ პერიოდის მიღწევები. ამ პერიოდში ორი ვადით იყვნენ არჩეულები და ამჟამად ამოწურეს უფლებამოსილების ვადა მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ტყემალაძემ და წევრებმა, ბექა ინჯიამ და გიგა ბათლიძემ.

2020 წლის ანგარიშის დამტკიცების შემდგომ, წევრებმა იმსჯელეს ასოციაციის 2021 წლის პრიორიტეტებზე, რომელიც მოიცავს:

  • ასოციაციის 4 წლიანი სტრატეგიის შემუშავებას
  • საარბიტრაჟო დაწესებულებებთან მუშაობას
  • ასოციაციის Ad Hoc წესების მიღებას და ცნობადობის ამაღლება
  • აკრედიტაციის დაჩქარებული წესის შემუშავებას
  • მემორანდუმების გაფორმებას სასამართლოებთან
  • ონლაინ საბაზისო ტრენინგის შემუშავებას 
  • საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განხილვების განახლებას
  • ყოველწლიური სტატისტიკის სისტემატურ წარმოებას, როგორც სასამართლო, ისე საარბიტრაჟო ინსტიტუტების პრაქტიკაზე
  • ეთიკის კომისიის სამუშაო შეხვედრებს და
  • ცნობადობის ამაღლებას ბიზნეს საზოგადოებებში.

ამ ყველაფრის განხორციელებაში არბიტრთა ასოციაციას დაეხმარება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა „გაუმჯობესებული მედიაცია და არბიტრაჟი დავების უფრო სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტისთვის“ პროექტის გრანტი.

გარდა წლიური ანგარიშის დამტკიცებისა და მომდევნო წლის გეგმების განხილვისა, შევიდა ცვლილებები წესდებასა და დისციპლინური წარმოების წესებში, კერძოდ, „დისციპლინური კომისიის“ სახელი შეიცვალა ტერმინით „ეთიკის კომისია“, მმართველი საბჭოს წევრებს უფლებამოსილების ვადა უნარჩუნდებათ მორიგ საერთო კრებაზე მათი უფლებამონაცვლის არჩევიდან 30 დღის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს გარდამავალი პერიოდის არსებობას და ასოცაიციის საქმიანობის ეფექტიან განგრძობადობას. ასევე,  შეიცვალა ასოციაციის აკრედიტებული წევრების საწევროს ოდენობა და იგი ნაცვლად 100 ლარის (რაც ჩვეულებრივი წევრებისთვის განსაზღვრულ საწევროს შეადგენს), იქნება 200 ლარი.

კრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მასზე მოხდა ასოციაციის მმართველი საბჭოს ახალი წევრების არჩევა, ისევე როგორც ეთიკის კომისიის სამი წევრის არჩევა.

ასოციაციის ახალი მმართველი საბჭო არჩეულ იქნა შემდეგი შემადგენლობით:

  • ჯაბა გველებიანი (მეორე ვადით)
  • თეონა ჟიჟიაშვილი (მეორე ვადით)
  • მაკა ნაჭყებია (მეორე ვადით)
  • სანდრო ბიბილაშვილი (პირველი ვადით)
  • დავით ედილაშვილი (პირველი ვადით)
  • ირაკლი კორძახია (პირველი ვადით)
  • გიორგი კეკენაძე (პირველი ვადით)
  • არჩილ ლეჟავა (პირველი ვადით)
  • რუსა ჭკუასელი (პირველი ვადით)

ახალი მმართველი საბჭო საქმიანობას 2021 წლის ივლისიდან დაიწყებს.

კრებაზე ასევე არჩეულ იქნენ ეთიკის კომისიის ახალი წევრები:

  • ანა ლორია (პირველი ვადით)
  • კახა წიქარიშვილი (მეორე ვადით)
  • გიორგი ზედელაშვილი (პირველი ვადით)

ისინი შეუერთდებიან დისციპლინური კომისიის არსებულ წევრებს, ლაშა ნოდიას, მაკა თოდუას და ლევან ნანობაშვილს.

არბიტრთა ასოციაცია ახლად არჩეულ მმართველი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებს წარმატებას უსურვებს. ასევე, მადლობას უხდის მმართველი საბჭოს წევრებს სერგი ჯორბენაძეს, ოლიკო სეფიაშვილ, გიგა ბათლიძეს, ბექა ინჯიას, სოფიო ტყემალაძეს, და ეთიკის კომისიის წევრებს გიორგი თითბერიძეს და ლინა ჯიქიას, უკანასკნელი წლების განმავლობაში ასოციაციის ინტერესებში საქმიანობისთივის.

საერთო კრებაც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა „გაუმჯობესებული მედიაცია და არბიტრაჟი დავების უფრო სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა.







მსგავსი სიახლეები

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება

20 თებერვალს გაიმართა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო...

მეტის ნახვა
არბიტრაჟის დღეები თბილისში-2017

2017 წლის 2-3 ოქტომბერს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ...

მეტის ნახვა
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება

  1. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის...

    მეტის ნახვა
შეხვედრა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების თემატიკაზე

9 ივნისს ბია-ს საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის „განვითარებადი...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo