სიახლეები
შეხვედრა პროფესორ Catherine Rogers-თან და ექსპერტ Patricia Shaugnessy-თან
6 ოქტომბერს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებს, პროფესორ Catherine Rogers, ექსპერტ Patricia Shaugnessy და ასოციაციის მმართველი საბჭოს წარმომადგენლებთან.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო დისციპლინური კომისიის გამოცდილების გაზიარებას ეთიკისა და დისციპლინურ საკითხებზე;
შეხვედრის მეორე ნაწილში ასოციაციის სამუშაო ჯგუფმა მმართველ საბჭოს წარუდგინა აკრედიტაციის სისტემის მოდელი, რომელიც მათ ექსპერტი – Patricia Shaughnessy-ს დახმარებით შეიმუშავეს.






