დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

შეხვედრა სამომხმარებლო არბიტრაჟის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე

17 ოქტომბერს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრა სამომხმარებლო არბიტრაჟის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდა 30-მდე წარმომადგენელი კერძო ბანკებიდან, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. ძირითადი თემები მოიცავდა:

•⁠ ⁠საარბიტრაჟო შეთანხმება (ფორმალური და შინაარსობრივი მოთხოვნები)

•⁠ ⁠პროცესი

•⁠ ⁠არბიტრები, ინტერესთა კონფლიქტი, ინსტიტუტები

•⁠ ⁠ცნობა-აღსრულება/გაუქმება

დისკუსიების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საკვანძო საკითხი, როგორიცაა სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკა და ხელშეკრულების დისტანციური გაფორმების პრობლემები. მონაწილეებმა აღნიშნული თემების განხილვის შედეგად დააფიქსირეს, რომ საარბიტრაჟო პროცესი უნდა გახდეს უფრო ეფექტური. მონაწილეებმა იმსჯელეს შეტყობინების ჩაბარების სტანდარტზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პროცესის გამჭვირვალობას.

შეხვედრის მიზანი იყო წვლილი შეეტანა სიღრმისეულ შესწავლაში და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში, რაც დადებითად იმოქმედებს სამომხმარებლო არბიტრაჟის განვითარებაზე საქართველოში.







მსგავსი სიახლეები

პრაღის წესების ოფიციალური გამოშვება

14 დეკემბერს, პრაღაში, "საერთაშორისო არბიტრაჟში პროცესის ეფექტური...

მეტის ნახვა
“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონს 10 წელი შეუსრულდა

"არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონს წელს 10 წელი...

მეტის ნახვა
თვისებრივი კვლევა არბიტრაჟში

სამომხმარებლო არბიტრაჟის რეფორმა საქართველოში საჭიროებს საკანონმდებლო და...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo