დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

ვილემ ვისის თბილისის ფრი-მუთის დაჯილდოება

2020 წლის 21-23 თებერვალს, გაიმართა ვილემ ს. ვის-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესის თბილისის რიგით მე-9 მოსამზადებელი შეჯიბრის (9th Tbilisi Vis Pre-Moot).  Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. შეჯიბრის ფინალური ეტაპი ყოველწლიურად ვენაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით გუნდი მონაწილეობს. თბილისის მოსამზადებელ რაუნდზე წელს მონაწილეობას იღებდა 15 გუნდი, 8 ქვეყნიდან.

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია ღონისძიების ყოველწლიური მხარდამჭერია. მიმდინარე წელს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმდომარემ, სოფიო ტყემალაძემ, მონაწილეობა მიიღო 21 თებერვლის კონფერენციაში, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის შეჯიბრის აქტუალურ და პრაქტიკულ საკითხებს.

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ დააწესა სპეციალური პრიზი საუკეთესო ქართველი/უცხოელი გამომსვლელისთვის. ღონისძიების ბოლო დღეს, 23 თებერვალს, როდესაც გამოვლინდნენ მოსამზადებელი შეჯიბრის გამარჯვებულები, სოფიო ტყემალაძემ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის სპეციალური პრიზი გადასცა ჰამბურგის უნივერსიტეტის (University of Hamburg) გუნდის წევრს – Niklas Holz-ს.







მსგავსი სიახლეები

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა

2018 წლის 1 მარტს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის...

მეტის ნახვა
თვისებრივი კვლევა არბიტრაჟში

სამომხმარებლო არბიტრაჟის რეფორმა საქართველოში საჭიროებს საკანონმდებლო და...

მეტის ნახვა
განცხადება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი არასწორი პრაქტიკის შესახებ

For English scroll down

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია წარმოგიდგენთ მორიგ ქართულენოვან ბლოგ-პოსტს...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo