სიახლეები
საარბიტრაჟო საქმეების განხილვის პრაქტიკის ანალიზი სააპელაციო სასამართლოებში – კვლევის პრეზენტაცია
არბიტრთა ასოციაციამ (GAA), USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 2024 წლის 23 თებერვალს, სასტუმროში, “რადისონ ბლუ ივერია” ,გამართა პრეზენტაცია, სადაც წარმოადგინა ანგარიში სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საქმეების განხილვის პრაქტიკის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოების როლი საქართველოში, არბიტრაჟისადმი მეგობრული გარემოს შექმნის კუთხით, განუზომელია, ვინაიდან სწორედ მათი კომპეტენციაა საქართველოში ადგილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება. ეს საშუალებას აძლევს საარბიტრაჟო პროცესს იყოს მხარეებს შორის დავის გადაწყვეტის მნიშვნელოვანი გზა.
კვლევის მთელი პროცესის განმავლობაში GAA აანალიზებდა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ 2018 წლიდან 2022 წლამდე გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. ანალიზის დროს ყურადღება გამახვილდა ამ სასამართლოების მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებისა და ბათილობის თაობაზე განცხადებების განხილვის ხანგრძლივობაზე.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძე, და GAA-ის თავმჯდომარე, რუსუდან ჭკუასელი.
კვლევის ავტორმა ჯაბა გველებიანმა წარადგინა ანგარიშის დეტალები. მან ხაზი გაუსვა სააპელაციო სასამართლოებში საარბიტრაჟო საკითხების განხილვისთვის გაჭიანურების შემაშფოთებელ ტენდენციას. მეტიც, ჯაბა გველებიანმა აღნიშნა, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოქვეყნების სტანდარტი, რაც ართულებს არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლოების პრაქტიკის სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას.
GAA-სა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამას შორის თანამშრომლობა გახლავთ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოში საარბიტრაჟო გარემოს პოპულარიზაციისთვის, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს უფრო მეტ განჭვრეტადობას და ეფექტურობას ბიზნესისა და დაინტერესებული მხარეებისთვის.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციებთან სამომხმარებლო არბიტრაჟზე
2018 წლის 26 ნოემბერს სასტუმრო თბილისი მერიოტში...
იმიტირებული პროცესი კომერციულ არბიტრაჟში
2018 წლის 9 თებერვალს, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის...
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება
2019 წლის 1 ივნისს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ...
