დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის განცხადება საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობა ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი ითქვა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე და დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ქმედებას, რომელიც არ ემსახურება ქვეყნის ევროპულ ინგტეგრაციას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დანაწესთან, რომლის საფუძველზეც “ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართვწელოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც არ განიხილავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებას, არსებით ზიანს მიაყენებს ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

ამასთან, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობა გმობს ნებისმიერ ძალადობას, რომელიც მიმართულია მშვიდობიან პროტესტში მონაწილე მოქალაქეებისა თუ ჟურნალისტების მიმართ.







მსგავსი სიახლეები

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის კვლევა

საქართველოში არბიტრაჟის განვითარების კუთხით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების...

მეტის ნახვა
არბიტრაჟის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა

არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის...

მეტის ნახვა
გზამკვლევი არბიტრაჟში

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით არბიტრაჟის...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo