დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

არბიტრაჟის დღეები თბილისში-2017

2017 წლის 2-3 ოქტომბერს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ ივერია” გაიმართა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრჟო ცენტრის-G I A C მიერ ორგანიზებული ღონისძიება ,,არბიტრაჟის დღეები თბილისში”. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი სოფიო ტყემალაძე . სოფიო ტყემალაძემ ისაუბრა არბიტრაჟის ინსტიტუციონალური განვითარების მნიშვნელობაზე, საქართველოში არბიტრაჟის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე. სოფიო ტყემალაძემ ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საქმიანობისა და გეგმების, ასევე ასოციაციის წევრობის უპირატესობების შესახებ.

3 ოქტომბერს კონფერენციას მოდერაცია გაუწია ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, ბატონმა ირაკლი კორძახიამ. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა ლაშა ნოდიამ და კომიტეტის სხვა წევრებმა.

,,არბიტრაჟის დღეები თბილისში” ჩატარდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.







მსგავსი სიახლეები

თვისებრივი კვლევა არბიტრაჟში

სამომხმარებლო არბიტრაჟის რეფორმა საქართველოში საჭიროებს საკანონმდებლო და...

მეტის ნახვა
არბიტრაჟის დღეები თბილისში-2017

2017 წლის 2-3 ოქტომბერს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo