დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

GAA-ს გამგეობის ახალი შემადგენლობა, თავმჯდომარე და ეთიკის კომისია

2025 წლის 16 მაისს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მორიგ საერთო კრებაზე არჩეული იქნა განახლებული გამგეობა შემდეგი შემადგენლობით: ოთარ მაჩაიძე, დავით ტაბატაძე, ირაკლი გელოვანი, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი სვანაძე, ლევან ნანობაშვილი. მოგვიანებით, 2025 წლის 20 მაისის გამგეობის სხდომაზე, გამგეობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა დავით ტაბატაძე, რომელიც საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული წევრია და ამავე დროს ხელმძრვანელობს იურიდიული კომპანია BLC Law Office-ის დავების მიმართულებას (Head of Litigation). დავითმა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის პოზიციაზე შეცვალა რუსუდან ჭკუასელი, რომელიც 2023-2025 წლებში წარმატებით ხელმძღვანელობდა მმართველ ორგანოს.

16 მაისის საერთო კრებამ ასევე აირჩია ეთიკის კომისიის 3 წევრი: ანა ლორია, ჯაბა გველებიანი, მაკა თოდუა და ეთიკის კომისია საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგი შემადგენლობით: სოფიო ტყემალაძე (კომისიის თავმჯდომარე), ანა ლორია (კომისიის წევრი), ჯაბა გველებიანი (კომისიის წევრი), მაკა თოდუა (კომისიის წევრი), ნანა გომართელი (კომისიის წევრი), გიორგი ბათლიძე (კომისიის წევრი)

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია ულოცავს ახლადრჩეულ გამგეობას, თავმჯდომარეს, ეთიკის კომისიის წევრებს და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში!







მსგავსი სიახლეები

მემორანდუმი აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ორგანიზებით და „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა...

მეტის ნახვა
არბიტრაჟის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა

არბიტრაჟის ინსტიტუტის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის...

მეტის ნახვა
სინგაპურის მედიაციის კონვენციის ხელმოწერის ცერემონია

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფიო ტყემალაძე, იუსტიციის...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo