არბიტრთა აკრედიტაციის II მოდული – პრაქტიკული კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჟში
2019 წლის 1 ივნისს არბიტრთა ასოციაციამ დაამტკიცა არბიტრთა აკრედიტაციის სისტემა. შესაბამისად, ასოციაციაში მკვიდრდება აკრედიტებული არბიტრის სტატუსი, რასაც ასოციაცია გასცემს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. აკრედიტაციის მოპოვების ერთ-ერთი გზა არის არბიტრთა ასოციაციის მიერ შეთავაზებული ორ-მოდულიანი სასწავლო კურსის წარმატებით გავლა.
მოდული I პირველად ჩატარდა 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში. მისი მიზნი იყო მონაწილეთათვის მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში.
მოდული II მიზნად ისახავს, მონაწილეების მიერ მიღებული/არსებული ცოდნის საფუძველზე პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რათა მათ შეძლონ არბიტრის როლში საქმეების ეფექტიანად, სამართლიანად და პრაქტიკულად წარმართვა, და სათანადოდ გაართვან თავი ისეთ საკითხებს, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას საარბიტრაჟო განხილვის პროცესში.
ასოციაციის II მოდული ცხადდება ყოველი წლის შემოდგომაზე. მიმდინარე წლის პრაქტული კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ II მოდულის ბროშურა.
ჩამოტვირთეთ ბროშურა |