სიახლეები
არბიტრთა აკრედიტაციის I მოდულზე მიღება იწყება!
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია უკვე მეოთხედ იწყებს მიღებას არბიტრთა აკრედიტაციის 1-ელ მოდულზე: საბაზისო კურსი (საერთაშორისო) კომერციულ არბიტრაჟში.
აღნიშნული კურსი შემუშავდა 2018 წელს ევროკავშირისა და UNDP-ს მხარდაჭერით, წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტების მეშვეობით და პირველად 2019 წელს ჩატარდა. კურსი უნიკალურია სწავლების მეთოდიკით, სილაბუსის სტრუქტურით, მასალების აქტუალობითა და მრავალფეროვნებით და ტრენერების კვალიფიკაციით.
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ბროშურა.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და რეგისტრაცია მოხდება “პირველადი მომართვის” პრინციპით. გადაჭარბებული ინტერესის შემთვევაში უპირატესობა მიენიჭებათ ასოციაციის წევრებს.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ნოემბერი. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს.
