სიახლეები
სტუდენტების II ეროვნული შეჯიბრი კომერცილ არბიტრაჟში
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის
მხარდაჭერით, აცხადებს სტუდენტთა გუნდების რეგისტრაციას რიგით II ეროვნული
შეჯიბრისთვის კომერციულ არბიტრაჟში.
შეჯიბრი ხელს შეუწყობს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ კომერციული
სამართლისა და კომერციული არბიტრაჟის შესწავლას და საარბიტრაჟო წესით დავების
განხილვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებას.
მონაწილეები მოამზადებენ საარბიტრაჟო სარჩელს/შესაგებელს და საარბიტრაჟო
ტრიბუნალის წინაშე გააკეთებენ ზეპირ მოხსენებებს.
- შეჯიბრის ზეპირი ნაწილი გაიმართება 2023 წლის 22-23 აპრილს
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 5 დეკემბერი
- რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულის საშუალებით: https://forms.gle/b6SVtWWtcKTqtDuo8
- შეჯიბრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბროშურას
- დეტალებისთვის იხილეთ შეჯიბრის წესები
- შეჯიბრის საქმე (კაზუსი): საქმე
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: gaacompetitions@gmail.com
×