დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

I ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, USAID-ის პროგრამის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ მხარდაჭერით, მართავს იმიტირებულ პროცესს კომერციულ არბიტრაჟში.

იმიტირებული პროცესის მიზანია ხელი შეუწყოს კომერციული სამართლისა და კომერციული არბიტრაჟის შესწავლას და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებას იურისტებში.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს (რეგისტრაციის მომენტისათვის სტუდენტს დამთავრებული უნდა ჰქონდეს ბაკალავრიატის მე-2 კურსი მაინც).

შეჯიბრის მთავარი სპონსორები არიან იურიდიული ფირმა “BLB” და იურიდიული ფირმა “ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორები” ასევე, შეჯიბრის სპონსორია “NB Legal” და “GRATA International Georgia”.

  • შეჯიბრის ზეპირი ნაწილი გაიმართება 2021 წლის 9-11 აპრილს.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 დეკემბერი.
  • რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://forms.gle/gjBNAQVXtzwn51mN6
  • შეჯიბრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბროშურას: http://gaa.ge/…/phpCj1rCQ5ffd21e2e81bdd17ea32c509b50e00…
  • შეჯიბრის წესები განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://gaa.ge/…/phpWWwJIc2bca201c197126d72e010edb874023…
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: gaacompetitions@gmail.com








მსგავსი სიახლეები

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს კომუნიკაციების სპეციალისტის ვაკანსიას!

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების სპეციალისტის...

მეტის ნახვა
ბლოგ-პოსტი: ლექტრონული (დისტანციური) არბიტრაჟის პერსპექტივას საქართველოში

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია წარმოგიდგენთ მორიგ ქართულენოვან ბლოგ-პოსტს...

მეტის ნახვა
არბიტრაჟის დღეები თბილისში-2017

2017 წლის 2-3 ოქტომბერს სასტუმროში ,,რადისონ ბლუ...

მეტის ნახვა
შეხვედრა პროფესორ Catherine Rogers-თან და ექსპერტ Patricia Shaugnessy-თან

6 ოქტომბერს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo