დახურვა ×
დახურვა ×

ვებინარი – ვირტუალური საარბიტრაჟო პროცესი

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA) განაგრძობს ვებინარების სერიას არბიტრაჟით დაინტერესებული პირებისთვის და გთავაზობთ მორიგ ვებინარს რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

„ვირტუალური/დისტანციური საარბიტრაჟო პროცესის არსი და თავისებურებები

ვირტუალური/დისტანციური საარბიტრაჟო პროცესის რეგულირება ქართულ კანონმდებლობასა და სხვა იურისდიქციებში წამყვანი საარბიტრაჟო ინსტიტუტების პრაქტიკა ვირტუალური/დისტანციური საარბიტრაჟო პროცესების წარმართვასთან დაკავშირებით პრაქტიკული რეკომენდაციები ვირტუალური/დისტანციური საარბიტრაჟო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის

სემინარს წარუძღვება საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ჰოგან ლოველსის“ (Hogan Lovells International LLP) უფროსი იურისტი ნატა ღიბრაძე.

ნატა აღნიშნული ფირმის მიუნხენის ოფისში მოღვაწეობს საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის სპეციალიზაციით. მას წამყვანი საარბიტრაჟო წესების შესაბამისად სხვადასხვა იურისდიქციებში საქმეების წარმართვის დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით კი – ენერგეტიკის (ნავთობი, გაზი, განახლებადი ენერგეტიკა), სამშენებლო, ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო სექტორებში.

„ჰოგან ლოველსში“ დასაქმებამდე ნატა მუშაობდა ქალაქ ფრანკფურტში სხვა წამყვან საერთაშორისო იურიდიულ კომპანიაში (Linklaters LLP). საქართველოში იგი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ცნობილ ქართულ იურიდიულ კომპანიაში.

ნატას მიღებული აქვს სამართლისა და ბიზნესის მაგისტრის ხარისხი ბუცერიუსის სამართლის სკოლასა და ოტო ბაისჰაიმის მენეჯმენტის სკოლაში და ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნატა გახლავთ სხვადასხვა ორგანიზაციების აქტიური წევრი, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) საარბიტრაჟო საბჭოს და Russian CIS Arbitration Network (RCAN)-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.




ჩამოტვირთეთ ბროშურა

გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo