დახურვა ×
დახურვა ×

ვებინარი თემაზე: ICC-ის საარბიტრაჟო წესები და მასში 2021 წელს შესული ცვლილებები

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA) განაგრძობს ვებინარების სერიას არბიტრაჟით დაინტერესებული პირებისთვის და გთავაზობთ მორიგ ვებინარს რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ICC-ის საარბიტრაჟო წესების ძირითადი ელემენტები;
  • 2021 წელს წესებში შესული ცვლილებები;
  • წესებით გათვალისწინებული რამდენიმე ასპექტის შედარება სხვა ინსტიტუტების წესებთან.

სემინარს წარუძღვება ვაჭრობის საერთაშორისო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს სრულუფლებიანი წევრი საქართველოდან (the International Court of Arbitration of the International Chamber of Commerce – the Court Member for Georgia) – ქეთევან ბეთანელი.

ქეთევან ბეთანელი საერთაშორისო იურიდიული ფირმის, ფრეშფილდის (Freshfields) უფროსი ცოდნის მართვის იურისტია და მუშაობს ფირმის პარიზის ოფისში. მისი სპეციალიზაციაა საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟი.

2011 წელს პარიზში მუშაობის დაწყებამდე, იგი იყო იუსტიციის სამინისტროს არბიტრაჟებსა და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწოფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს საეთაშორისო საარბიტრაჟო დავებში.

ქეთევანს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ნიუ იორკის უნივერსიტეტში (კორპორატიული სამართლის განხრით), სტოკჰოლმის უნივერსიტეტში (საეთაშორისო კომერციული არბიტრაჟის სამართლის განხრით), ჰელსინკის უნივერსიტეტში (საერთაშორისო საჯარო სამართლის განხრით), და ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (საერთაშორისო სამართლის განხრით). მას აქვს საქართველოსა და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატის ლიცენზია.

ვებინარი გაიმართება 2021 წლის 21 იანვარს | 17:00 საათზე

ვებინარი გაგრძელდება 90 წუთი რომლის განმავლობაში იქნება კითხვა-პასუხის შესაძლებლობა.




ჩამოტვირთეთ ბროშურა

გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo