დახურვა ×
დახურვა ×

ტრენინგები ბათუმსა და ქუთაისში არბიტრაჟის აქტუალურ საკითხებსა და ეთიკაზე

2018 წლის 29 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში, ხოლო 30 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, პრაქტიკოსი იურისტებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე არბიტრაჟის აქტუალურ საკითხები და ეთიკა არბიტრაჟში.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს არბიტრთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით,  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არბიტრაჟის აქტუალური საკითხების განხილვა დაინტერესებულ იურისტებთან, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის, კანონში 2015 წელს შესული ცვლილებების მიმოხილვა, ისევე როგორც საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს მიღებული „არბიტრთა ეთიკის კოდექსის“ და მისი აღსრულების მექანიზმებისა პრეზენტაცია და არბიტრთა ეთიკის ზოგადი პრინციპების მიმოხილვა.

ტრენინგის მომხსენებლები იყვნენ ქალბატონი ანა ნებიერიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „არბიტრაჟების დეპარტამენტის“ უფროსი მრჩეველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ADR-ის კომიტეტის წევრი; ქალბატონი იამზე ლეგაშვილი – დავების განმხილველი ცენტრი-ს საარბიტრაჟო სასამართლოს

თავმჯდომარე, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და ბატონი ვახტანგ ხმალაძე – საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი.

სამუშაო შეხვედრები ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. მომხსენებლებმა ისაუბრეს არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ, განიხილეს მისი უპირატესობები და დავის პროცესში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები. განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა საარბიტრაჟო დათქმის შედგენის თავისებურებანი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსულებასთან დაკავშირებული საკითხები, ეთიკის ვალდებულება და მნიშვნელობა, ისევე როგორც საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა.

ვიმედოვნებთ, რომ არბიტრაჟის მიმართულებით ადვოკატთა ტრენინგის მიზნით, თანამშრომლობა საქართველოს არბიტრთა ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის 2019 წელსაც გაგრძელდება.




ჩამოტვირთეთ ბროშურა

გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo