დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

არბიტრთა ასოციაციის I ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში

წარმატებით დასრულდა არბიტრთა ასოციაციის I ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში. იმიტირებული პროცესი გაიმართა USAID-ის პროგრამის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ მხარდაჭერით.

იმიტირებული პროცესის მიზანს წარმოადგენდა კომერციული სამართლისა და კომერციული არბიტრაჟის შესწავლის ხელის შეწყობა და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავება იურისტებში.

შეჯიბრი გაიმართა ქართულ ენაზე და შედგებოდა ორი მთავარი ეტაპისგან: პირველი ეტაპი მოიცავდა წერილობითი დოკუმენტების მომზადებასრომლის დროსაც თითოეულმა მონაწილე გუნდმა მოამზადა საარბიტრაჟო სარჩელი და საარბიტრაჟო შესაგებელი. მეორე ეტაპი შედგებოდა ზეპირი გამოსვლებისგან, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ არგუმენტები საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე.

პანდემიის პირობებში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით შეჯიბრის ზეპირი ნაწილი გაიმართა 2021 წლის 9-11 აპრილს, პლათფორმა zoom-ის მეშვეობით.

გარდა ძირითადი ეტაპებისა, არბიტრაჟის ინიციატივა საქართველოსთან (AIG) თანამშრომლობით მონაწილეებს ჩაუტარდათ სამუშაო შეხვედრები, მონაწილე სტუდენტების წერილობით და ზეპირ გამოსვლებში მომზადების მიზნით.

ზეპირი რაუნდების გამარჯვებული გუნდები არიან:

  • 1-ლი ადგილი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • მე-2 ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მე-3 ადგილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წერილობით კომპონენტში გამარჯვებული გუნდები არიან:

საუკეთესო საარბიტრაჟო სარჩელი:

  • 1-ლი ადგილი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • მე-2 ადგილი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
  • მე-3 ადგილი გაიყვეს: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი

საუკეთესო საარბიტრაჟო შესაგებელი:

  • 1-ლი ადგილი: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მე-2 ადგილი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
  • მე-3 ადგილი: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

საუკეთესო ორატორის ნომინაციაში გაიმარჯვეს:

  • 1-ლი ადგილი: ქეთევან რუხაძე (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი)
  • მე-2 ადგილი: მაია მამულაშვილი (თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი)
  • მე-3 ადგილი: თენგიზ მღებრიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ვულოცავთ თითოეულ მათგანს!

შეჯიბრი გაიმართა USAID-ის პროგრამა კანონის უზენაესობის მხადაჭერა საქართველოში (PROLoG) მხარდაჭერით-

USAID-PROLoG – Promoting Rule of Law in Georgia Activity

შეჯიბრის მთავარი სპონსორები არიან იურიდიული ფირმა BLB და ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები

შეჯიბრის სპონსორები ასევე არიან NB Legal და Grata International Georgia







მსგავსი სიახლეები

I ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, USAID-ის პროგრამის - „კანონის...

მეტის ნახვა
ეთიკის კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა ყვარელში

მიმდინარე წლის 21-22 სექტემბერს, ევროკავშირისა (EU) და...

მეტის ნახვა
არბიტრთა ასოციაციის წევრთა შეკრება

მიმდინარე წლის დასასრულს, 2018 წლის 22 დეკემბერს,...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo