დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA) იწვევს ექსპერტებს არბიტრაჟში ხარისხობრივი კვლევის ჩატარების მიზნით!

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია იწყებს  განაცხადების მიღებას ექსპერტების პოზიციებზე არბიტრაჟში კვლევის ჩატარების მიზნით. კვლევა განხორციელდება Deloitte Consulting LLP-ის USAID Economic Governance  Program-ის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში.

კვლევის მიზანია შესწავლილ იქნას საქართველოს სასამართლოებში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შეფერხების მიზეზები და არათანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკა; ქართულ საარბიტრაჟო პრაქტიკაში სამომხმარებლო არბიტრაჟის კონცენტრაციის გამო ბიზნესისთვის შექმნილი პრობლემები; გამოწვევები, რომლებსაც დაინტერესებული მხარეები აწყდებიან სამომხმარებლო დავების განხილვისას საქართველოში და არბიტრაჟის სხვა აქტუალური საკითხები.

კვლევის განხორციელების მიზნით საქართველოს არბიტრთა ასოაციაცია გეგმავს ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება სამი ექსპერტით –  ერთი უფროსი ექსპერტი, ერთი უმცროსი ექსპერტი და ერთი კვლევის ასისტენტი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე ექსპერტთა ჯგუფი მოამზადებს რეკომენდაციებს, რომლებიც წარედგინებათ შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის, მათ შორის ბიუჯეტის, პროექტის განხორციელების ვადების, წამოსადგენი დოკუმენტაციის და სხვა დეტალების გასაცნობათ გაეცანით თანდართულ ფაილს.

დაინეტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ  განაცხადები არაუგვიანეს 2022 წლის 7 სექტემბრის 18:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: gaa.arbitration@gmail.com  








მსგავსი სიახლეები

შეხვედრები ეთიკის ექსპერტთან

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ USAID/EWMI-ს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა...

მეტის ნახვა
გასვლითი სამუშაო შეხვედრა წინანდალში

2021 წლის 10-12 მარტს, ევროკავშირისა (EU) და...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo