დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

ეთიკის კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა ყვარელში

მიმდინარე წლის 21-22 სექტემბერს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს არბიტრთა ასოიაციის ეთიკის კომისიის 2 დღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას უმასპინძლა კურორტმა ყვარლის ტბამ.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ეთიკის კომისიის ინსტიტუციური განვითარება, კომისიის როლის გაცნობიერება, პრაქტიკაში არსებული პრობლემატიკის განხილვა და ახლადარჩეული წევრებისთვის გამოცდილების გაზიარება.

სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობდა მოწვეული ექსპერტი, ქალბატონი თამარ ხუბულური. შეხვედრას ასევე ესწრებოდა „გაუმჯობესებული მედიაცია და არბიტრაჟი დავების უფრო სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტისათვის“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ხელმძღვანელი ლიანა ქარცივაძე.

სამუშაო შეხვედრის პირველი დღე დაეთმო დისციპლინარული წარმოების წესების ცვლილებების და დისციპლინარულ წარმოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების მიმოხილვას როგორიცაა მტკიცების ტვირთი და მტკიცების სტანდარტი მოკვლევისა და საქმის განხილვის ეტაპზე, სანქციის შეფარდების დროს გასათვალისწინებელი საკითხები, კომისიის წევრის აცილებისა და თვითაცილების წესი, და დისციპლინური წარმოების სხვა საჭიროებები. შეხვედრის მეორე დღე კი დაეთმო არბიტრის ეთიკის ისეთ მატერიალურ საკითხებს, როგორიცაა მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფა, მხარეებთან არაჯეროვანი კომუნიკაცია, არბიტრის როლი მხარეთა მორიგებაში და სხვა.

ეთიკის კომისიის წევრებმა იმსჯელეს პრაქტიკაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, გაუზიარეს ერთმანეთს ახალი ინიციატივები და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებსა და მოქმედებებზე.







მსგავსი სიახლეები

ასოციაციის ახალი წესდება

2018 წლის 25 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს...

მეტის ნახვა
დავის არბიტრაჟისთვის გადაცემის შეთანხმება

პრაქტიკაში ისე ხდება, რომ უმეტეს შემთხვევაში მხარეები...

მეტის ნახვა
მმართველი საბჭო განახლდა

2017 წლის 10 ივლისს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo