სიახლეები
მოსამზადებელი კურსი I ეროვნული შეჯიბრისთვის
წარმატრებით დასრულდა მოსამზადებელი კურსი I ეროვნული შეჯიბრისთვის კომერციულ არბიტრაჟში.
2020 წლის 25-27 დეკემბერსა და 2021 წლის 3 იანვარს საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ (GAA) არბიტრაჟს ინიციატივა საქართველოსთან (AIG) ერთად ჩაატარა 6 სამუშაო შეხვედრა, რომელის მიზანი იყო იმიტირებულ პროცესში მონაწილე სტუდენტების შეჯიბრისთვის მომზადება, მათი ცოდნის გაღრმავება კომერცულ არბიტრაჟსა და სამართლბრივ წერაში.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ და იმსჯელეს შემედგ საკითხებზე: არბიტრაჟის ზოგადი მიმოხილვა და სამართლებრივი ჩარჩო, სააბიტრაჟო შეთანხმება, საარბიტრაჟო პროცესი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, სამართლებრივი წერა და კვლევა.
შეხვედრებს უძღვებოდნენ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფიო ტყემალაძე, იურიდიული ფირმა BLC-ის უფროსი იურისტი რუსა ჭკუასელი, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის “მედიაცია და არბიტრაჟი – დავის ეფექტიანი გადაწყვეტა” მენეჯერი ლიანა ქარცივაძე და “ემ ჯი იურიდიული ოფისის” უფროსი იურისტი ანა ქოჩიაშვილი.
შეჯიბრის მხარდამჭერია USAID-ის პროგრამა კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

