სიახლეები
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს კომუნიკაციების სპეციალისტის ვაკანსიას!
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე. კომუნიკაციების სპეციალისტი იმუშავებს Deloitte Consulting LLP-ის USAID Economic Governance Program-ის და ასევე East West Management Institute-ის USAID Rule of Law Program-ის მიერ გაცემული გრანტების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების მიმართულებით.
საქართველოს არბიტრთა ასოციაციას 1 წლის განმავლოვბაში დაგეგმილი აქვს სხვადასხვა აქტივობების განხორციელება, რაც მათ შორის ხელს შეუწყობს საარბიტრაჟო პრაქტიკის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, საგანმანათლებლო რესურსების შექმნას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდ აგამოგზავნონ რეზიუმე არაუგვიანეს 2022 წლის 7 სექტემბრის 18:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: gaa.arbitration@gmail.com