სიახლეები
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA) აცხადებს სტაჟირებას
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA) აცხადებს 3-თვიან სტაჟირებას იურიდიული განათლების მქონე პირებისა და იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის.
სტაჟირების პერიოდში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ არბიტრაჟის, როგორც დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, ითანამშრომლონ არბიტრაჟის სფეროში მოღვაწე წამყვან ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან და მიიღონ პროფესიული გამოცდილება დავის ალტერნატიული მექანიზმებისა და ეთიკის მიმართულებით.
მოვალეობები:
- საკანონმდებლო ცვლილებების შემმუშავებელი ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; შესაბამის საკითხებზე კვლევის ჩატარება და უცხოური კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიება; ორგანიზაციული დახმარება.
- სამომხმარებლო არბიტრაჟის სახელმძღვანელო სტანდარტის/წესების შემუშავების საკითხებზე მუშაობა და შესაბამის კვლევებში მონაწილეობის მიღება;
- კვლევის ჩატარება არბიტრთა აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტებზე;
- არბიტრთა ეთიკის ცნობადიბის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და დახმარება;
- ასოციაციის მმართველი საბჭოსა და ეთიკის კომისიის საჭიროებისამებრ დახმარება, მათ შორის შეხვედრების დაოქმება, ა.შ.
მოთხოვნები:
- იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ძლიერი კვლევითი და ანალიტიკური უნარები;
- არბიტრაჟის სფეროში მიღებული განათლება/გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
- ორგანიზებულობა, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
არბიტრთა ასოციაციამ შეიძლება აიყვანოს 1 ან 2 სტაჟიორი. სტაჟირების პერიოდში სტუდენტებს ექნებათ მოქნილი გრაფიკი. სტაჟირება არის ანაზღაურების გარეშე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და მოკლე სამოტივაციო წერილი (მიუთითეთ რატომ გსურთ სტაჟირება, რა მოლოდინები გაქვთ და თქვნი აზრით რა უნარები თუ გამოცდილება დაგეხმარებათ წვლილი შეიტანოთ ასოციაციის საქმიანობაში) შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: gaa.arbitration@gmail.com არაუგვიანეს 2018 წლის 21 ივნისისა.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სტაჟირება.
შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.