დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება

20 თებერვალს გაიმართა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება. კრების დღის წესრიგი მოიცავდა არბიტრთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაციას და მის დამტკიცებას. კრებაზე დამსწრე წევრების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დამტკიცებულ იქნა არბიტრთა ეთიკის კოდექსი.

ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლაშა ნოდიამ და გამგეობის წევრებმა – ლევან ჯანაშიამ და ირაკლი კორძახიამ.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს არბიტრთა ასოციაციაში შექმნილისამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობდა ეთიკის კოდექსზე. კოდექსზე სამუშაოდ ასოციაციას 4-11 ნოემბერს ეწვია ამერიკელი ექსპერტი ემი შმიდცი, რომელმაც სამი დღის განმავლობაში (5,6,7) ჩაატარა შეხვედრები ეთიკის კოდექსის სამუშაო ჯგუფთან ასოციაციის ოფისში. 8 ნოემბერს კი JILEP-ის მხარდაჭერით გაიმართა გასვლითი შეხვედრა და მოხდა ეთიკის კოდექსის საბოლოო ტექსტის შემუშავება. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ჩვენი ასოციაციის გამგეობის წევრები, ასევე JILEP-ის წარმომადგენლები.







მსგავსი სიახლეები

პრაღის წესების ოფიციალური გამოშვება

14 დეკემბერს, პრაღაში, "საერთაშორისო არბიტრაჟში პროცესის ეფექტური...

მეტის ნახვა
იწყება ონლაინ სამუშაო შეხვედრები არბიტრაჟის თემაზე

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია იწყებს დისტანციური შეხვედრების ციკლს...

მეტის ნახვა
გასვლითი სამუშაო შეხვედრა წინანდალში

2021 წლის 10-12 მარტს, ევროკავშირისა (EU) და...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo