დახურვა ×
დახურვა ×
სიახლეები

არბიტრაჟის საკითხების განხილვა პარლამენტში

2018 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არბიტრაჟის საკითხებზე იმსჯელა.

კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა ისაუბრეს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 2017 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შესახებ, რომელიც ეხებოდა საქართველოში არბიტრაჟის არსებული მდგომარეობისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესწავლას; კვლევა ასევე მოიცავდა არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას.

კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე, სოფიო ტყემალაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის საქმიანობა და მიზნები გააცნო, ისაუბრა ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობისა და მათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

კომიტეტის წევრებმა და ასოციაციის თავმჯდომარემ დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს საქართველოში არბიტრაჟის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ძირითად პრობლემებზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – ქალბატონმა ეკა ბესელიამ გამოხატა კომიტეტის დაინტერესება არბიტრაჟის საკითხების მიმართ და გამოთქვა მზაობა ამ მიმართულებით განხილვების გაგრძელებაზე.

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აგრძელებს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობას რომელიც 2018 წლის ბოლოს წარედგინება პარლამენტს გაფართოებულ სამუშაო ჯგუფში განხილვების გაგრძელების მიზნით.







მსგავსი სიახლეები

შეხვედრა სამომხმარებლო არბიტრაჟის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე

17 ოქტომბერს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში,...

მეტის ნახვა
თვისებრივი კვლევა არბიტრაჟში

სამომხმარებლო არბიტრაჟის რეფორმა საქართველოში საჭიროებს საკანონმდებლო და...

მეტის ნახვა
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს კომუნიკაციების სპეციალისტის ვაკანსიას!

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების სპეციალისტის...

მეტის ნახვა



გამოიწერეთ სიახლეები

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

EU4Business Horizontal Geo
UNDP-Logo-Blue-Medium

ვებ-საიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) შეხედულებებს

გამოგვყევით სოციალურ ქსელში

logo