ეთიკის კომისიის წევრები

მაკა თოდუა
კომისიის წევრი
×

მაკა თოდუა
კომისიის წევრი
მაკა თოდუა არის იურიდიული კომპანია შპს ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების უფროსი იურისტი. მაკას გამოცდილება მოიცავს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოში მხარეთა წარმომადგენლობას, მათ შორის, კომერციულ, საკორპორაციო, საფინანსო, სამედიცინო, ინტელექტუალური საკუთრების, შრომით, უძრავ ქონებებთან დაკავშირებულ, გადახდისუუნარობის საქმისწარმოების და ადმინისტრაციულ დავებში. მაკას გააჩნია 17 წლიანი პროფესიული გამოცდილება საერთო სასამართლოების სისტემაში, სხვადასხვა თანამდებობზე. მაკა იყო მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამოქალაქო სამართალში, სამოქალაქო საპროცესო სამართალში, ადმინისტრაციულ სამართალში, ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში; პროექტ ,,საზოგადოებრივი სასამართლოს“ სამუშაო ჯგუფების ტრენერი; პროექტ - სასამართლო მედიაციის სამუშაო ჯგუფის წევრი. ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. არის ავტორი სტატიისა - გარემოსთვის მიყენებული ზიანი (ზიანის მიყენების საფრთხის შექმნა), როგორც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საშუალება. მაკა ფლობს მაგისტრთან გათანაბრებულ ხარისხს და ამჟამად არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით. იგი არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) აკრედიტირებული წევრი, ამავე ასოციაციის დისციპლინური კომიტეტის წევრი, დავების განმხილველი ცენტრის (DRC) არბიტრი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წევრი. მაკა ფლობს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებს.

სოფიო ტყემალაძე
კომისიის თავმჯდომარე
×

სოფიო ტყემალაძე
კომისიის თავმჯდომარე
სოფო ტყემალაძე არის Resolve-ის დამფუძნებელი, და ამავდროულად საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე. სოფოს გამოცდილება მოიცავს არბიტრობას GIAC-ისა და DRC-ის წესებით, ისევე როგორც დავების საბჭოს წევრად ყოფნას მნიშვნელოვან საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ დავაზე. ამ დავებში სოფო მოქმედებდა როგორც ერთპიროვნული არბიტრი, ისევე როგორც ტრიბუნალის თავმჯდომარე. სოფო ეწევა აქტიურ პრაქტიკას როგორც მედიატორი, ძირითადად კომერციული და შრომითი დავების მიმართულებით. ის ასევე არის აზიის განვითარების ბანკის სპეციალური ფასილიტატორის ოფისის (OSPF) ფასილიტატორი. სოფო არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას როგორც სტუდენტებისთვის, ისე პრაქტიკოსი იურისტებისა და მოსამართლეებისთვის. სოფო ფლობს მაგისტრის ხარიხს საჯარო ადმინისტრირებაში ჰარვარდის კენედის სახელობის სახელმწიფო სკოლიდან, მაგისტრის ხარიხს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და იურისტის დიპლომს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი არის არბიტრთა სამეფო ინსტიტუტის პრივილეგირებული წევრი (FCIArb).

ჯაბა გველებიანი
კომისიის წევრი
×

ჯაბა გველებიანი
კომისიის წევრი

გიგა ბათლიძე
კომისიის წევრი
×

გიგა ბათლიძე
კომისიის წევრი

ნანა გომართელი
კომისიის წევრი
×

ნანა გომართელი
კომისიის წევრი

ანა ლორია
კომისიის წევრი
×

ანა ლორია
კომისიის წევრი
ანა ლორია არის ადვოკატი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება იურიდიული ეთიკისა
და დისციპლინური პასუხისმგებლობის სფეროში. ეთიკის სფეროში ანას გამოცდილება მოიცავს
ეთიკის კანონმდებლობაზე მუშაობას; საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ეთიკის კომისიის
თავმჯდომარეობას; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის დისციპლინური
კოლეგიის თავმჯდომარეობას; ასევე, თბილისსა და რეგიონულ უნივერსიტეტებში იურიდიული
ეთიკის მიმართულების დანერგვასა და განვითარებას. ამასთანავე, ანა სხვადასხვა დროს
მოღვაწეობდა როგორც ექსპერტი საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში, მათ შორის
ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA ROLI) და USAID-ის პროგრამებში.
ანა აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში და ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას,
როგორც სტუდენტებისთვის, ისე პრაქტიკოსი იურისტებისთვის. იგი მოწვეული ლექტორია
თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (FREEUNI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
(ILIAUNI) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), სადაც ასწავლის
იურიდიულ ეთიკას, სამართლებრივ წერასა და კლიენტის ადვოკატირებას. ასევე, 2017-2024
წლებში, ანა ხელმძღვანელობდა იურიდიული ეთიკის მიმართულებას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
(NVU) და არის რამდენიმე აკადემიური სახელმძღვანელოსა და პუბლიკაციის ავტორი,
თანაავტორი და რედაქტორი.
ანა ფლობს მაგისტრის ხარისხს კავკასიის უნივერსიტეტიდან და იურისტის დიპლომს თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მან, ასევე, გაიარა სწავლება Fordham Law School-სა (აშშ) და
Harvard University-ში (აშშ).
ანა ლორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის
წევრია. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ეთიკის სტანდარტების განვითარებას,
დისციპლინური პროცესების მართვას, უნივერსიტეტებში სასწავლო კურსების შემუშავებასა და
იურიდიულ საზოგადოებაში სამართლებრივი განათლების ხარისხის ამაღლებას.
Ana Loria
Ana Loria is a lawyer with extensive experience in the field of legal ethics and professional liability. Her
expertise in ethics includes work on ethics legislation; serving as Chair of the Ethics Committee of the
Georgian Association of Arbitrators; Chair of the Disciplinary Chamber of the Ethics Committee of the
Georgian Bar Association; and introducing and developing legal ethics curricula at universities in Tbilisi
and across the regions. She has also worked as an expert in various international and local projects,
including with the American Bar Association (ABA ROLI) and USAID programs.
Ana is actively involved in academia and provides trainings both for students and practicing lawyers. She
lectures at Free University of Tbilisi (FREEUNI), Ilia State University (ILIAUNI), and the Georgian Institute
of Public Affairs (GIPA), where she teaches legal ethics, legal writing, and client counseling. From 2017 to
2024, she also led the Legal Ethics program at New Vision University (NVU). She is the author, co-
author, and editor of several academic textbooks and publications in the field.
Ana holds an LL.M. from Caucasus University and an LL.B. from Tbilisi State University. She has also
completed studies at Fordham Law School (USA) and Harvard University (USA).
She is a member of the Georgian Bar Association and the Georgian Association of Arbitrators. Her
professional activities focus on advancing ethical standards, managing disciplinary proceedings,
developing university curricula, and enhancing the quality of legal education within the legal community.